გამარჯობა,შენ იმყოფები რეტკოს კარიერული
განვითარების გვერდზე
გამარჯობა,შენ იმყოფები რეტკოს კარიერული
განვითარების გვერდზე
ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც დაუკავშირებენ საკუთარ კარიერას მზარდ კომპანიას რუსთავში. რეტკო საქართველოს ელექტრო ენერგეტიკის ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, სადაც დასავლური ღირებულებებით ბიზნესის კეთება და თანამშრომლების განვითარებისა და პროფესიული რეალიზაციის ხელშეწყობა უპირველესი ამოცანაა.
ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც დაუკავშირებენ საკუთარ კარიერას მზარდ კომპანიას რუსთავში. რეტკო საქართველოს ელექტრო ენერგეტიკის ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, სადაც დასავლური ღირებულებებით ბიზნესის კეთება და თანამშრომლების განვითარებისა და პროფესიული რეალიზაციის ხელშეწყობა უპირველესი ამოცანაა.
რეტკოს სტუდენტური დასაქმება – სასწავლო კურსი მომავალი ელექტრო ინჟინრებისთვის
შენ მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე დგახარ, რომელზეც შენი წარმატებული მომავალია დამოკიდებული. თუ ფიქრობ რომ, ელექტოინჟინერია ის სფეროა, რომელიც შენთვის პოზიტიურ ცვლილებებთან, სინათლესა და მუდმივ ზრდასთანაა დაკავშირებული, მაშინ ელექტოინჟინერიის ეს კურსი ნამდვილად შენთვისაა…

ჩვენ შესახებ
„რეტკო“ უკვე 15 წელია რუსთავში დასავლური მენეჯმენტის მქონე მოწინავე კომპანიაა, რომლის წარმატებაც სანდოობასა და საიმედოობაზეა დაფუძნებული. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს მათ, ვისთვისაც ელექტრო ენერგიის ხარისხი და უსაფრთხოება მნიშნველოვანია. ჩვენ ვეხმარებით პარტნიორებს სწორი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების გაზრდას, თავის მხრივ კი ბიზნესის წარმატებასა და განვითარებას განაპირობებს
ჩვენი მთავარი ფასეულობა
„რეტკოს“ მთავარი ფასეულობა მისივე გუნდია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია აერთიანებს ისეთ თანამშრომლებს, ვისთვისაც ელ. ენერგეტიკა პროფესიულ ჭრილში თვითრეალიზაციის საშუალებაა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენთან ყველა პოზიცია დროებითია. აქ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული განვითარებისათვის აქვს ყველა საჭირო პირობა: საერთაშორისო ტრენინგები, უცხოურ პარტნიორ კომპანიებში ვიზიტები, საერთაშორისო გამოფენები, ტურისტული ევროპული ტურები და სხვა.
ჩვენი მიზანი
ჩვენი მიზანია შევქმნათ საქართველოში თანამედროვე, სისტემური კომპანია, რომელიც მენეჯმენტის საუკეთესო მიდგომებს ეფუძნება. ყოველივე ეს საშუალებას მოგცემს დავწინაურდეთ და გავხდეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ევროპულად პროგრესული კომპანია. მუდივად ვცდილობთ ჩვენს დარგში, დავნერგოთ უახლესი ტრენდები, ვითანამშრომლოთ ევროპაში წამყვან ბრენდებთან და ამასთან ერთად ყოველთვის მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის.

მისია და ფასეულობები
“რეტკოს” მისია და ფასეულობები ღირებულ ურთიერთობებს ეფუძნება
ჩვენი მისია
კომპანია „რეტკოს“ წარმატება ღირებულ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. როგორც სისტემური კომპანიის მშენებლობის პროცესში მყოფი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია თითოეულ თანამშრომელს შევუქმნათ საუკეთესო პირობები თანაბარი შესაძლებლობებით, სწავლისა და პიროვნული ზრდისთვის. კომპანიის განვითარების საფუძველი თანამშრომლების მუდმივი გაძლიერებაა. ჩვენი ადამიანური რესურსების მისიაც აქედან გამომდინარეობს, გვსურს შევქმნათ მეტად მოქნილი და კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი თავი, აღმოაჩინოს ახალი უნარები, მიიღოს და გასცეს ცოდნა, გაიზარდოს და განვითარდეს კომპანიასთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- კეთილსინდისიერებასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები
- საერთო ღირებულებები
- პროფესიონალიზმი
- საქმისადმი სიყვარული
ჩვენ გვწამს, რომ საერთო მიზნამდე მისასვლელი გზა – საქართველოში გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო და შეიქმნას ბიზნეს პროცესების დონეზე ჩამოყალიბებული, სისტემური კომპანიები, სწორედ თითოეული კომპანიის ადამიანურ კაპიტალზე, თანამშრომლებს შორის ღირებულებით ურთიერთობებზე გადის.