კურსის აღწერა

შენ მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე დგახარ, რომელზეც შენი წარმატებული მომავალია დამოკიდებული. თუ ფიქრობ რომ, ელექტოინჟინერია ის სფეროა, რომელიც შენთვის პოზიტიურ ცვლილებებთან, სინათლესა და მუდმივ ზრდასთანაა დაკავშირებული, მაშინ ელექტოინჟინერიის ეს კურსი ნამდვილად შენთვისაა! კურსზე მოსახვედრად საჭიროა საბაზისო ცოდნა ელექტროინჟინერიის მიმართულებით. ამიტომ შესაძლოა იყო უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, დამთავრებული გქონდეს უნივერსიტეტი, ან თუნდაც პროფესიული სასწავლებელი. ჩვენი კურსი ელექტროენერგეტიკის სფეროში მაღალანაზღაურებად, კონკურენტუნარიან, პროფესიონალად ჩამოყალიბებაში დაგეხმარება. შეიტყობ ყველაფერს დაბალი, საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელების მოწყობისა და ექსპლუატაციის შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ გეცოდინება ყველაფერი, რაც ელექტროინჟინერიას ახასიათებს:

  • დაბალი, საშუალო და მაღალი ძაბვის ქსელების პროექტებისა და მასში შემავალი მოწყობილობების სპეციფიკაციების ანალიზი
  • საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების საყრდენის ტიპების შერჩევის მართებულობის შეფასება
  • ელექტროგადამცემი ხაზების არა იზოლირებული და იზოლირებული სადენების/კაბელების ტიპების შერჩევის მართებულობის შეფასება
  • საკომუტაციო აპარატების განსხვავებას დანიშნულების მიხედვით
  • ძალოვანი ელექტროდანადგარების მუშაობის პრინციპების ცოდნა
  • ქვესადგურის პირველადი სქემების წაკითხვა
  • ელექტრული სქემების შემადგენელი კომპონენტების გარჩევა
  • ვიზუალური დათვალიერებით ქვესადგურის ძალოვანი ელექტროდანადგარების პროექტის სქემასთან შესაბამისობის დადგენა

გადამზადების კურსი 2 სემესტრისგან შედგება:

  • პირველ სემესტრში სრულფასოვნად შეისწავლი თეორიულ საკითხებს ელექტროენერგეტიკის შესახებ.
  • მეორე სემესტში კი შესწავლილი მასალის პრაქტიკულად განახორციელების შესაძლებლობა გექნება.

სილაბუსი

I სემესტრი – (ხანგრძლივობა 54 სთ)

  • ელექტრული წრედების თეორია
  • ელექტროენერგიის წარმოება
  • ელექტოენერგიის გადაცემა
  • ძალოვანი ტრანსფორმატორები
  • მზომი ტრანსფორმატორები
  • საკომუტაციო მოწყობილობები
  • გადამეტძაბვისგან დაცვა
  • დამიწება

II სემესტრი – (ხანგრძლივობა 72 სთ)

  • ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება (ელექტრული ნაწილი)
  • ელექტროენერგიის მოხმარება
  • ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრები
  • გარდამავალი პროცესები
  • სადგურებისა და ქვესადგურების ელექტრული ნაწილი
  • ელექტროდანადგარების დაცვა და ავტომატიკა (სარელეო დაცვა)
  • ელექტროდანადგარების დიაგნოსტიკა
  • უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები

საერთო ჯამში გადამზადების კურსის ხანგრძლივობა 126 საათია, ლექციები კვირაში სამჯერ 3-3 საათი ჩაგიტარდება. როდესაც კურსს წარმატებით დაასრულებ, დამადასტურებელი სერტიფიკატი გადმოგეცემა. გარდა ამისა, თუ საუკეთესოებს შორის მოხვდები შპს „რეტკოს“ სხვადასხვა დეპარტამენტში დასაქმების შესაძლებლობაც გექნება.

კურსზე ჩარიცხვისთვის 3 ეტაპი უნდა გაიარო:

  1. განაცხადის შემოტანა
  2. გასაუბრება
  3. პროფესიული ტესტირება

შეავსე ყველა სავალდებულო ველი და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე

ფაილის მაქსიმალური ზომა: 2MB ფაილის ფორმატი: pdf , doc , rtf .

რეზიუმეს გაგზავნა

 

ვერიფიკაცია