გამარჯობა,შენ იმყოფები რეტკოს კარიერული
განვითარების გვერდზე

გამარჯობა,შენ იმყოფები რეტკოს კარიერული
განვითარების გვერდზე

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც დაუკავშირებენ საკუთარ კარიერას მზარდ კომპანიას რუსთავში. რეტკო საქართველოს ელექტრო ენერგეტიკის ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, სადაც დასავლური ღირებულებებით ბიზნესის კეთება და თანამშრომლების განვითარებისა და პროფესიული რეალიზაციის ხელშეწყობა უპირველესი ამოცანაა.

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომლებიც დაუკავშირებენ საკუთარ კარიერას მზარდ კომპანიას რუსთავში. რეტკო საქართველოს ელექტრო ენერგეტიკის ბაზარზე ლიდერი კომპანიაა, სადაც დასავლური ღირებულებებით ბიზნესის კეთება და თანამშრომლების განვითარებისა და პროფესიული რეალიზაციის ხელშეწყობა უპირველესი ამოცანაა.

გაიგე მეტი

აქტიური ვაკანსიები

რეტკოს წარმატებას 15 წლის განმავლობაში მისი გუნდი ქმნის. დღეს ჩვენ სისტემურად მართული კომპანიის შენების პროცესში ვართ, რის განხორციელებაში ახალგაზრდა, დასავლური ღირებულებების მატარებელი, თანამშრომლები დაგვეხმარებიან.

აირჩიეთ განყოფილება/დეპარტამენტი

რეტკოს სტუდენტური დასაქმება – სასწავლო კურსი მომავალი ელექტრო ინჟინრებისთვის

შენ მნიშვნელოვანი ამოცანის წინაშე დგახარ, რომელზეც შენი წარმატებული მომავალია დამოკიდებული. თუ ფიქრობ რომ, ელექტოინჟინერია ის სფეროა, რომელიც შენთვის პოზიტიურ ცვლილებებთან, სინათლესა და მუდმივ ზრდასთანაა დაკავშირებული, მაშინ ელექტოინჟინერიის ეს კურსი ნამდვილად შენთვისაა…

რეგისტრაცია

ჩვენ შესახებ

„რეტკო“ უკვე 15 წელია რუსთავში დასავლური მენეჯმენტის მქონე მოწინავე კომპანიაა, რომლის წარმატებაც სანდოობასა და საიმედოობაზეა დაფუძნებული. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვთავაზობთ კომპლექსურ გადაწყვეტილებებს მათ, ვისთვისაც ელექტრო ენერგიის ხარისხი და უსაფრთხოება მნიშნველოვანია. ჩვენ ვეხმარებით პარტნიორებს სწორი ენერგეტიკული გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების გაზრდას, თავის მხრივ კი ბიზნესის წარმატებასა და განვითარებას განაპირობებს

ჩვენი მთავარი ფასეულობა

„რეტკოს“ მთავარი ფასეულობა მისივე გუნდია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კომპანია აერთიანებს ისეთ თანამშრომლებს, ვისთვისაც ელ. ენერგეტიკა პროფესიულ ჭრილში თვითრეალიზაციის საშუალებაა. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენთან ყველა პოზიცია დროებითია. აქ თითოეულ თანამშრომელს პროფესიული განვითარებისათვის აქვს ყველა საჭირო პირობა: საერთაშორისო ტრენინგები, უცხოურ პარტნიორ კომპანიებში ვიზიტები, საერთაშორისო გამოფენები, ტურისტული ევროპული ტურები და სხვა.

ჩვენი მიზანი

ჩვენი მიზანია შევქმნათ საქართველოში თანამედროვე, სისტემური კომპანია, რომელიც მენეჯმენტის საუკეთესო მიდგომებს ეფუძნება. ყოველივე ეს საშუალებას მოგცემს დავწინაურდეთ და გავხდეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ევროპულად პროგრესული კომპანია. მუდივად ვცდილობთ ჩვენს დარგში, დავნერგოთ უახლესი ტრენდები, ვითანამშრომლოთ ევროპაში წამყვან ბრენდებთან და ამასთან ერთად ყოველთვის მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის.

მისია და ფასეულობები

“რეტკოს” მისია და ფასეულობები ღირებულ ურთიერთობებს ეფუძნება

ჩვენი მისია

კომპანია „რეტკოს“ წარმატება ღირებულ ურთიერთობებზეა დაფუძნებული. როგორც სისტემური კომპანიის მშენებლობის პროცესში მყოფი ბიზნესისთვის, მნიშვნელოვანია თითოეულ თანამშრომელს შევუქმნათ საუკეთესო პირობები თანაბარი შესაძლებლობებით, სწავლისა და პიროვნული ზრდისთვის. კომპანიის განვითარების საფუძველი თანამშრომლების მუდმივი გაძლიერებაა. ჩვენი ადამიანური რესურსების მისიაც აქედან გამომდინარეობს, გვსურს შევქმნათ მეტად მოქნილი და კომფორტული სამუშაო გარემო, სადაც ნებისმიერ თანამშრომელს შესაძლებლობა ექნება მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი თავი, აღმოაჩინოს ახალი უნარები, მიიღოს და გასცეს ცოდნა, გაიზარდოს და განვითარდეს კომპანიასთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • კეთილსინდისიერებასა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები
  • საერთო ღირებულებები
  • პროფესიონალიზმი
  • საქმისადმი სიყვარული

ჩვენ გვწამს, რომ საერთო მიზნამდე მისასვლელი გზა – საქართველოში გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო და შეიქმნას ბიზნეს პროცესების დონეზე ჩამოყალიბებული, სისტემური კომპანიები, სწორედ თითოეული კომპანიის ადამიანურ კაპიტალზე, თანამშრომლებს შორის ღირებულებით ურთიერთობებზე გადის.

კომპანიის წარმატებისთვის აუცილებელი ფასეულობაა. საქმის ხარისხიანად შესრულება კი უზრუნველყოფს რეპუტაციის მაღალ მაჩვენებელს. ჩვენ თითოეულ მომხმარებელს ვთავაზობთ მაღალი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ენერგეტიკულ გადაწყვეტილებებს, რაც ზედმიწევნით აისახება ჩვენს მიერ შესრულებულ პროექტებზეც.

“რეტკო”, როგორც წარმატებული კომპანია, მაღალკვალიფიცირებულ, პასუხისმგებლიან, თანამშრომლებზე დგას. პროფესიონალიზმი ჩვენი კომპანიისა და ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ვცდილობთ, ნებისმიერ თანამშრომელს შევუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც პროფესიულ ზრდაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, ყველა თანამშრომელს ჰქონდეს საჭირო ცოდნა, იცნობდეს საერთაშორისო კომპანიაში დანერგილ სტანდარტებსა და პრაქტიკებს. ამისთვის , „რეტკოში“ გაცვლითი კარიერული განვითარების და დასავლურ პარტნიორებთან ონლაინ ინტერაქტიული კურსების სერია შევიმუშავეთ.

ჩვენ ვიცით მომხმარებლის საჭიროებები და მუდმივად ვაუმჯობესებთ ჩვენს შეთავაზებებს. დაკისრებული ამოცანების სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის მიზნით- მუდმივად ორიენტირებულნი ვართ განვითარებაზე და არასდროს ვჩერდებით. ენერგეტიკული პროექტების შესრულებისას გვაქვს საჭირო დნობა პარტნიორი კომპანიების მხრიდან, მათ იციან, რომ ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაო უმაღლესი ხარისხის იქნება. ამავე ღირებულებებისა და ფასეულობების გათვალისწინებით, გუნდში ისეთი ადამიანების შემოერთება გვსურს, რომლებისთვისაც წინსვლა მუდმივი პროცესია, არ ეშინიათ სიახლეების, სირთულეები კი მოტივაციური გამოწვევებთან ასოცირდება.