ვაკანსიის აღწერა
იყო ელექტრო-ინჟინერი დიდი გამოწვევაა, რომელსაც კაცობრიობისთვის უდიდესი სარგებლის მოტანა შეუძლია. თუ შენ პირისპირ არ უშინდები ელექტრობას, იცი მაღალი და დაბალი ძაბვის ხაზების სწორად გამოყენება, აზროვნებ ტექნიკურად და დაკვირვებულიც ხარ, მაშინ „რეტკოში“ გელოდებით:
რა ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებ აღნიშნულ პოზიციაზე:
- პასუხისმგებელი იქნები განყოფილებაში მიმდინარე დავალებებზე
- შეისწავლი დამკვეთთა ტექნიკურ მოთხოვნებს
- გადაუნაწილებ დავალებებს გუნდის ყველა წევრს
- აწარმოებ პერიოდულ ანგარიშებს ხელმძღვანელთან
- პროექტირებას გაუწევ ელექტროგადამცემი ხაზებსა და გამანაწილებელ ქსელებს
- შეადგენ ელექტრო მოწყობილობათა სპეციფიკას, ელექტრული სქემების მეშვეობით
- შეადგენ წარმოებისათვის გადასაცემ დოკუმენტაციას
- შექმნი მოწყობილობათა ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს
- პასუხისმგებელი იქნები ტექნიკური დავალების დამუშავებაზე
- მოამზადებ ტექნიკურ წინადადებას და სატენდერო დოკუმენტაციებს
რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ:
- ჩვენთან გელოდება მეგობრული, კოლეგიალური გარემო
- კონკურენტული ანაზღაურება 3000 ლარიდან
- კარიერული წინსვლა და განვითარების შესაძლებლობა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობა
- განტვირთვისთვის – სპორტული კუთხე
- საინტერესო სამუშაო დღეები
ბენეფიტები
რა მოლოდინი გვაქვს შენგან?
- შენ ხარ წარმატებული გუნდის ხელმძღვანელი და გაქვს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- შენ გაქვს უმაღლესი განათლება ელექტრო-საინჟინრო მიმართულებით
- შენ იცი ელექტროენერგეტიკაში მოქმედი სტანდარტები
- შენ თავისუფლად საუბრობ ინგლისურსა და რუსულ ენებზე
- შენ კარგად იცი საოფისე-კომპიუტერული პროგრამები, მთლად უკეთესი, თუ გრაფიკული პროგრამებსაც იცნობ (MS Visio, AUTOCAD, CorelDraw, ArcGIS)
- შენ ხარ გუნდის ქარიზმატული და შეუცვლელი ლიდერი
- შენ ხარ დაკვირვებული და გაქვს ანალიტიკური, კრიტიკული აზროვნება
- შენ შეგიძლია დაგეგმვა და ორგანიზება
- შენ ხარ მიზანმიმართული და არასდროს ნებდები