ვაკანსიის აღწერა
წარმატებისკენ მიმავალ გეზს შენ ირჩევ, ჯერ საფეხმავლო ბილიკით იწყებ სვლას, შემდგომ კი ფართო გზას უერთდები. თუ მიზნისკენ სწრაფვა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, შეგიძლია დაგეგმო და განსაზღვრო „ზუსტი მარშრუტი“, მაშინ „რეტკო“ თავგადასავლებისკენ მიმავალ ვაკანსიაზე გიხმობს:
რა ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებ ამ პოზიციაზე?
- მართავ დირექტორის პირად კალენდარს / ყურადღებას მიაქცევ საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებს
- ორგანიზებას გაუწევ და დაესწრები თათბირებს, ღონისძიებებსა და შეხვედრებს
- შეიმუშავებ, გაგზავნი და მიიღებ დირექტორის ოფიციალურ, პირად წერილებსა და დოკუმენტაციებს
- აწარმოებ მიმოწერას უცხოელ პარტნიორებთან და ორგანიზაციებთან (საჭიროების შემთხვევაში თარგმნი დოკუმენტებსა და წერილებს)
- კურირებას გაუწევ მივლინებების საკითხს, კერძოდ ბილეთების დაჯავშნა / გადაცვლა / შეძენა, სასტუმროს შერჩევა და სხვა
- კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებ დირექტორისგან მიღებულ სხვადასხვა დავალებებს
რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ:
- ჩვენთან გელოდება მეგობრული , კოლეგიალური გარემო
- კონკურენტული , ზრდადი ანაზღაურება 1000 ლარიდან
- შენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი
- კარიერული წინსვლა და განვითარების შესაძლებლობა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობა
- განტვირთვისთვის – სპორტული კუთხე
- საინტერესო სამუშაო დღეები
ბენეფიტები
რა მოლოდინი გვაქვს შენგან:
- შენ მუშაობდი მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლის განმავლობაში
- შენ მარტივად იყენებ, ისეთი სამუშაო პროგრამებს როგორებიცაა: Asana , Trello , Monday და სხვა
- შენ ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს C1 დონეზე
- შშენ კარგად იცი საოფისე კომპიუტერული პროგრამები
- შენ გაქვს დახვეწილი ვერბალური და წერითი უნარები
- შენ ხარ სამაგალითო , პასუხისმგებლობის მქონე
- შენ ხარ მიზანმიმართული და არასდროს ნებდები