ვაკანსიის აღწერა
თუ ხარ პერფექციონისტი ციფრებთან ურთიერთობისას, აღრიცხვასა და დახარისხებაში ბადალი არ გყავს და ამ ყველაფრის პროგრამულად ასახვაც შეგიძლია, მაშინ „რეტკოს“ გუნდში გელით:
რა ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებ ამ პოზიციაზე?
- დაამუშავებ პირველად საბუღალტრო დოკუმენტებს
- ყოველდღიურად აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას, არსებულ მონაცემებს პროგრამაში ასახავ
- მონაწილეობას მიიღებ წლიურ და ყოველთვიურ საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში
- იმუშავებ საგადასახადო პორტალ (rs.ge)-ზე
- კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებ სხვა ფუნქციებს
რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ:
- ჩვენთან გელოდება მეგობრული და კოლეგიალური გარემო
- შენზე მორგებული,ზრდადი ანაზღაურება
- კარიერული წინსვლა და განვითარების შესაძლებლობა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობა
- განტვირთვისთვის -სპორტული კუთხე
- საინტერესო სამუშაო დღეები
ბენეფიტები
რა მოლოდინი გვაქვს შენგან:
- შენ გაქვს განათლება ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
- შენ მუშაობდი ბუღალტრის პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი
- შენ მაღალ დონეზე იცი საბუღალტრო პროგრამა 1C (ბალანსი)
- შენ კარგად იცი საოფისე კომპიუტერული პროგრამები (Microsoft Office, განსაკუთრებით Excel)
- შენ ფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს
- შენ ერკვევი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებში (IFRS)
- შენ იცნობ საქართველოს საგადასახადო კოდექსს