ვაკანსიის აღწერა
თუ შენ პერფექციონისტი ხარ მონაცემებთან ურთიერთობისას, გიყვარს მოკვლევა და ინფორმაციის შეგროვება, იცნობ სამეწარმეო კანონმდებლობას და გსურს გახდე მონაცემთა ანალიზის და დამუშავების ექსპერტი ,მაშინ „რეტკოს“ გუნდში გელოდებით.
რა ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებ ამ პოზიციაზე?
- მოიძიებ და შეაგროვებ სტატისტიკურ ინფორმაციას
- შეისწავლი საქონლისა და მომსახურების ბაზარს (მოთხოვნისა და მოხმარების ანალიზი, კონკურენტების საქმიანობა)
- მოიძიებ ინფორმაციას კონკურენტების ასორტიმენტის შესახებ და მოამზადებ რეპორტს
- შეადგენ არსებული მომხმარებლის საჭიროებებისა და მოთხოვნების ანალიზს; ინფორმაციას განათავსებ ბაზაში
- მოაგროვებ და რეპორტის სახით მოამზადებ, გაყიდვების პროგნოზირებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას
- შეისწავლი კონკურენტების საქმიანობას, ჩაატარებ მარკეტინგული საქმიანობის ანალიზს
- ფორმირებას გაუწევ PESTL , SWOT ანალიზს
რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ:
- ჩვენთან გელოდება მეგობრული , კოლეგიალური გარემო
- კონკურენტული, ზრდადი ანაზღაურება 1000 ლარიდან
- შენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი
- კარიერული წინსვლა და განვითარების შესაძლებლობა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობა
- განტვირთვისთვის -სპორტული კუთხე
- საინტერესო სამუშაო დღეები
ბენეფიტები
რა მოლოდინი გვაქვს შენგან:
- შენ გაქვს/იღებ განათლებას ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებითშენ მუშაობდი ელექტრო შემდუღებლად მინიმუმ 1 წლის განმავლობაში
- შენ გაქვს ექსელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი
- შენ გაქვს სამუშაო გამოცდილება კვლევების, სტატისტიკური ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების კუთხით
- შენ იცი სტატისტიკის საფუძვლები, შეგიძლია სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება
- შენ იცნობ სამეწარმეო კანონმდებლობას და სატენდერო პროცედურებს
- შენ გიმუშავია საბაჟო, საშემოსავლო და სხვა იმპორტის მონაცემებთან
- შენ ხარ დეტალებზე ორიენტირებული და გაქვს ანალიტიკური აზროვნება
- შენ გაინტერესებს ბიზნეს ანალიზი და გსურს ამ მიმართულებით განავითარო შენი უნარები