ვაკანსიის აღწერა

 

პროექტების შექმნა სერიოზული ამოცანაა, მისი გაძღოლა კი კიდევ უფრო საპასუხისმგებლო. თუ შენ  საკმარისად მამაცი ხარ, „რეტკოს“ ელექტრო-ენერგეტიკული პროექტების სამართავად, მაშინ გაეცანი ვაკანსიის პირობებს:

რა ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებ ამ პოზიციაზე?

  • შეადგენ სამუშაო გეგმასა და შეარჩევ კომპანიისთვის ხელსაყრელ საპროექტო შეთავაზებებს, წინასწარ დაგეგმავ, პროექტისთვის საჭირო რესურსებს
  • მართავ პროექტის საინჟინრო და სამშენებლო ნაწილს
  • უხელმძღვანელებ პროექტებს, აწარმოებ მოლაპარაკებებს უშუალო დამკვეთებთან
  • განსაზღვრავ ჯგუფის წევრების ფუნქციებსა და საქმიანობას სხვადასხვა პროექტში
  • გაუძღვები პროექტთან დაკავშირებულ  ადმინისტრაციულ საკითხებს
  • ეფექტურად გადაანაწილებ პროექტის ბიუჯეტს
  • მოამზადებ, წარადგენ და აკონტროლებ არსებული საქმიანობის დეტალურ, ფინანსურ ანგარიშს

რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ:

  • ჩვენთან გელოდება მეგობრული , კოლეგიალური გარემო
  • კონკურენტული, ზრდადი ანაზღაურება
  • კარიერული წინსვლა და განვითარების შესაძლებლობა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობა
  • განტვირთვისთვის – სპორტული კუთხე
  • საინტერესო სამუშაო დღეები

 

ბენეფიტები

 

რა მოლოდინი გვაქვს შენგან:

  • შენ გაქვს განათლება ელექტრო-ენერგეტიკული / სამშენებლო / საინჟინრო მიმართულებით
  • შენ ხარ „ჩემპიონი“ პროექტების მართვაში, და გაქვს 3 წლიანი გამოცდილება
  • შენ იცი  საოფისე და საინჟინრო პროგრამები
  • შენთვის Agile, Scrum, არაფრის მთქმელი სიტყვები არ არის
  • შენ შეგიძლია კომუნიკაცია რუსულ და ინგლისურ ენებზე (B2)
  • შენ დაგეგმვაში, დროის მართვასა და ორგანიზებაში ბადალი არ გყავს
  • შენ ხარ გუნდის მოტივატორი და ქარიზმატული ლიდერი
  • შენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებ დეტალებს, ანალიტიკური აზროვნების მეშვეობით კი დეტალებისგან ერთიანი სურათის შექმნა შეგიძლია
  • შენ ხარ მიზანდასახული და მამაცი, რაც საქმის შესრულებაში ძალიან გეხმარება
  • შენ გიყვარს კომუნიკაცია და გაქვს კარგად წერის უნარი

რეზიუმეს გაგზავნა

  • დაინტერესდი მოცემული ვაკანსიით ? მაშინ შეავსე ყველა სავალდებულო ველი და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე. ფაილის მაქსიმალური ზომა: 2MB ფაილის ფორმატი: pdf , doc , rtf .
 

ვერიფიკაცია