ვაკანსიის აღწერა
თუ შენ საერთაშორისო მოლაპარაკებების დიდოსტატი ხარ, წარმატებით შეგიძლია დაგეგმო და ორგანიზება გაუწიო ნებისმიერ დავალებას და ლოჯისტიკის საკითხებშიც კარგად ერკვევი, მაშინ „რეტკოს“ გუნდში გელოდებით:
რა ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებ ამ პოზიციაზე?
- შეიმუშავებ შესყიდვების გეგმას და ამ გეგმის მიხედვით განახორციელებ საერთაშორისო შესყიდვებს
- მოაგროვებ და გაანალიზებ არსებული მომწოდებლების პირობებს შესყიდვების გეგმის შესაბამისად
- აწარმოებ მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან, როგორც ღირებულებაზე ასევე მოწოდების ვადებსა და სხვა პირობებზე
- მოიძიებ ახალ მომწოდებლებს, დაადგენ და შეადარებ მათ პირობებს უკვე არსებულ მომწოდებლებთან, ბაზრის უწყვეტი განვითარებისთვის
- უზრუნველყოფ ბაზრის კვლევას სავარაუდო ღირებულების დასადგენად
- მოიძიებ შესაბამის გადამზიდ კომპანიებს იმპორტირების პროცესში, აწარმოებ მოლაპარაკებებს და მეთვალყურეობას გაუწევ ლოჯისტიკის პროცესს
- მონიტორინგს გაუწევ შესყიდვების სრულ ციკლს
- კომპეტენციის ფარგლებში შეასრულებ უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან წამოსულ სხვა დავალებებს
რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ:
- ჩვენთან გელოდება მეგობრული , კოლეგიალური გარემო
- კარიერული წინსვლა და განვითარების შესაძლებლობა
- კონკურენტული ანაზღაურება 1500 ლარიდან
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობა
- განტვირთვისთვის – სპორტული კუთხე
- საინტერესო სამუშაო დღეები
ბენეფიტები
რა მოლოდინი გვაქვს შენგან:
- შენ გაქვს განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით
- შენ იცი ინგლისური და რუსული ენები C1 დონეზე
- შენ მუშაობდი შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1 წელი (ენერგეტიკის ან წარმოების სფეროში მუშაობა უპირატესობად ჩაითვლება)
- შენ კარგად იცნობ საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს
- შენ დეტალებზე ორიენტირებული ხარ და ანალიტიკურად აზროვნებ
- შენ ხარ მიზანდასახული და არასდროს ნებდები
- შენ გაქვს მაღალი დონის ვერბალური და წერითი უნარები