ვაკანსიის აღწერა
ფინანსების სწორი დაგეგმარება კომპანიის უმნიშვნელოვანესი მოცემულობაა, რადგან წარმატების საძირკველს, მართებულად გაწეული ხარჯები წარმოადგენს. თუ ექსპერტი ხარ ექსელში მუშაობის, შეუდარებლად მართავ ფინანსურ, ადმინისტრაციულ საკითხებს და ბუღალტერიასთანაც მეგობრობ, მაშინ „რეტკოს“ გუნდში გელოდებით.
რა ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებ „რეტკოში“
- მართავ კომპანიის ფინანსებსა და ხარჯებს
- აქტიურად ჩაერთვები სტრატეგიული ინიციატივებისა და სამოქმედო გეგმის შესრულებაშიდაახარისხებ და თვალსაჩინოდ განათავსებ მიღებულ პროდუქციას
- უზრუნველყოფ კომპანიის შესახებ სრულყოფილი, სწორი ინფორმაციის მიწოდებას ზემდგომი პირებისათვის (ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა)
- უხელმძღვანელებ დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს
- მონაწილეობას მიიღებ ფინანსური და ადმინისტრაციული პროცედურების შემუშავებაში, კონტროლს გაუწევ პროცედურების სრულყოფილად დაცვას
- განსაზღვრავ კომპანიის ბიუჯეტს და შეიმუშავებ სამუშაო პროცესების მეთოდოლოგიას
- შეადარებ ფინანსებში დაგეგმილ და შესრულებულ ბიუჯეტს, გამოთვლი სხვაობებს
- ოპტიმიზაციას გაუწევ ხარჯებს და სრულყოფ შესყიდვების პროცესებს
- მართავ და გააკონტროლებ კომპანიის დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებებს
- მონიტორინგს გაუწევ ფინანსურ შედეგებს, შეამცირებ ფინანსური გადახრების გავლენას
რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ?
- ჩვენთან გელის მეგობრული და კოლეგიალური გარემო
- კონკურენტული ანაზღაურება 2500 ლარიდან
- კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობა
- განტვირთვისთვის – სპორტული კუთხე
- საინტერესო სამუშაო დღეები
ბენეფიტები
რა მოლოდინი გვაქვს შენგან?
- შენ გაქვს უმაღლესი განათლებას ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით
- შენ კარგად იცი საბუღალტრო პროგრამები და Oris manager-ში მუშაობის გამოცდილებაც გაქვს
- შენ ძალიან მაღალ დონეზე შეგიძლია საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამოყენება
- შენთვის ფინანსური აღრიცხვის პრინციპები ძალიან ნაცნობია
- შენ სრულყოფილად ფლობ ინგლისურ და რუსულ ენებს
- შენ გამოცდილი ხარ ფინანსური ანალიზის და რეპორტინგში, გიმუშავია ფინანსურ უწყისებთან
- შენთვის დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ანალიტიკური აზროვნება კი გეხმარება სიტუაციის მართვაში
- შენ შეგიძლია დაგეგმო და ორგანიზება გაუწიო არსებულ სამუშაო საკითხებს