ვაკანსიის აღწერა
თუ შენ ფიქრობ რომ „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“, შეგიძლია რთული წინადადებები მარტივებად გარდაქმნა, არ გეშინია ტექნიკური ტერმინების და საკვანძო სიტყვებსაც ოსტატურად იყენებ, მაშინ „რეტკოს“ გუნდში გელოდებით.
რა ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებ „რეტკოში“
- მიიღებ მონაწილეობს სოც.მედია ქონთენთისა და კომპანიის იმიჯის შექმნაში
- პოტენციურ მომხმარებლებს მარტივად და ლაკონიურად გააცნობ ჩვენს პროდუქტსა და სერვისებს
- შექმნი შესაფერის ქოფის ჩვენი ვებსაიტისთვის, რომელიც მომხმარებელს ნავიგაციას გაუმარტივებს
- შეიმუშავებ სხვადასხვა ტექსტს კარიერული განვითარების გვერდ ლენდინგისთვის
- მარკეტინგის გუნდთან ერთად ჩაერთვები Seo-ს განვითარებაში
- აქტიურად ითანამშრომლებ დიზაინერებთან, შექმნი საინტერესო ბრიფებს ვიზუალური მასალის შესაქმნელად: პრეზენტაცია, ბროშურები და სხვა
რა გელოდება ჩვენთან :
- სურვილისამებრ აირჩევ დისტანციურ მუშაობას, ან გუნდთან ერთად იმუშავებ ჩვენს თანამედროვე ოფისში ქ. რუსთავში
- შენ გელოდება მუდმივი და საინტერესო აქტივობები, გონებრივი იერიში, (brainstorming) team building-ები
- ჩვენთან შენ ასევე გელოდება დასვენებისთვის მოქნილი და ხელსაყრელ პირობები
ბენეფიტები
რა მოლოდინი გვაქვს შენგან?
- შენ გაქვს 2 წლიანი გამოცდილება მარკეტინგისა და მომიჯნავე სფეროების მიმართულებით (ჟურნალისტიკა, პიარი, ბლოგერი თუ მწერალი)
- შენ გაქვს მრავალფეროვანი პორტფოლიო (სადაც გავეცნობით შენს საუკეთესო ნამუშევრებს, რეალური კომპანიებისა და ბრენდების მაგალითზე)
- შენი სუპერ ძალების – წერისა და რედაქტირების უნარი სამ ენაზეა: ქართულ, რუსულსა და ინგლისურ
- შენ მიერ შექმნილი ტექსტი თარგმანში არ იკარგება! (ინგლისურიდან/რუსულიდან ნათარგმნი ტექსტი ცხადად და მკაფიოდ უნდა გადმოსცემდეს შინაარს)
- შენ შეგიძლია პროდუქტი საინტერესო და ორიგინალური ფორმით გაგვაცნო
- შენ აქტიურად იყენებ საკვანძო სიტყვებს შენს ტექსტებში, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისთვის (SEMrush, Keyword Planner)