ვაკანსიის აღწერა
თუ შენ ფიქრობ, რომ ლიდერობა შენი მოწოდებაა, გაქვს დიდი გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით,
შეგიძლია გუნდის მართვა და ანალიტიკურიად აზროვნებ, მაშინ „რეტკოს“ გუნდში გელოდებით.
რა ფუნქცია-მოვალეობებს შეასრულებ „რეტკოში“
- უზრუნველყოფ შესყიდვების სამსახურის ეფექტურ მუშაობას
- შეადგენ შესყიდვების წლიურ, კვარტალურ და თვიურ გეგმას
- შესყიდვებს პირადად გააკონტროლებ, შესაბამისად გადაწყვეტილებებს შეათანხმებ დირექტორთან
- გუნდის წევრებს გადაუნაწილებ დავალებებს და გააკონტროლებ საქმის ეფექტურად შესრულებას
- შექმნი მომწოდებელთა ბაზას, მართავ და საჭიროების შემთხვევაში განაახლებ
- აწარმოებ მოლაპარაკებებს მომწოდებლებთან და გადამზიდ კომპანიებთან
- მონიტორინგს გაუწევ კონტრაქტის პირობების შესრულებას
- გააკონტროლებ ხელშეკრულების ვადებს და ინიცირებას გაუწევ საჯარიმო სანქციებს
- მოიკვლევ ბაზარს სავარაუდო ღირებულების დასადგენად, უზრუნველყოფ ფასთა გამოკითხვას
- ჩამოაყალიბებ და მართავ ორგანიზაციის შესყიდვების და ლოჯისტიკის სრულ ციკლს
რატომ უნდა აირჩიო „რეტკო“?
- ჩვენთან გელოდება მეგობრული, კოლეგიალური გარემო
- კარიერული წინსვლა და განვითარების შესაძლებლობა
- კონკურენტული, ზრდადი ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- პროფესიული ტრენინგების გავლის შესაძლებლობა
- განტვირთვისთვის – სპორტული კუთხე
- საინტერესო სამუშაო დღეები
ბენეფიტები
რა მოლოდინი გვაქვს შენგან?
- შენ გაქვს უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით
- შენ ხარ წარმატებული გუნდის მმართველი
- შენ მუშაობდი შესყიდვებში 3 წლის განმავლობაში
- შენ საუბრობ და წერ ინგლისურად და რუსულად (C1 დონეზე)
- შენ ხარ კარგი მცოდნე საოფისე კომპიუტერული პროგრამების
- შენ ხარ ქარიზმატული ლიდერი, რომელიც გუნდს საჭირო მოტივაციით ავსებს
- შენ ხარ ანალიტიკურად მოაზროვნე და ყველა დეტალს ითვალისწინებ
- შენ ხარ მიზანმიმართული და არასდროს ჩერდები
- შენ გაქვს მაღალი დონის ვერბალური და სასაუბრო ლექსიკა